14/04/201 365 ნახვა წყარო: 1tv.geფოტო: 1tv.ge

„ვაშინგტონ პოსტი“ - რუსეთის სახელმწიფო მედია პანდემიას ანტიდასავლური შეხედულებების გაღვივებისთვის იყენებს, მაგრამ კრემლი მარტო არ არის

რუსეთის სახელმწიფო მედია პანდემიას ანტიდასავლური შეხედულებების გაღვივებისთვის იყენებს. ამის შესახებ სტატიას ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ „გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც მოქალაქეების დიდი ნაწილი სახლებში რჩება, სახელმწიფო მედიასაშუალებები საკუთარი შეხედულებების წინ წამოწევას ცდილობენ“. „ოქსფორდის ინტერნეტ ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის ავტორებმა შეისწავლეს რუსეთი, ჩინეთის, ირანისა და თურქეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების მიერ კორონავიურსის დროს ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული სტატიები.
"შედეგად გამოვლინდა რამდენიმე საერთო თემა, რომელთაც აქვთ შესაბამისი პოტენციალი, რათა პანდემიასთან გლობალური ბრძოლის ძალისხმევა გაართულონ. ასეთ თემებად დასახელებულია კოვიდ-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიები. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც პანდემიასთან გლობალური ბრძოლა „არაკომპეტენტურ“ მოქმედებად არის შეფასებული“, – ნათქვამია სტატიაში. როგორც „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაშია აღნიშნული, პანდემიის დროს ყალბი ამბების და დეზინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფოების მედიასაშუალებები პროპაგანდისთვის „ემოციურ სიმართლეს“ იყენებენ.
"ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ პანდემიის დროს გაავრცელა ცნობა, რომ კოვიდ-19 არა ჩინეთში, არამედ იტალიაში გაჩნდა. ირანული მედია ავრცელებდა ცნობებს, რომ ვირუსი აშშ-ში შექმნეს. რუსეთის მედია კი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა იტალიისთვის გაწეულ დახმარებაზე“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“. „რაშა თუდეი“, „სპუტნიკი“ და კრემლის მედია თამაშობდა საზოგადოების შიშზე, დასავლეთში სამედიცინო საშუალებების დეფიციტზე, ცდილობდა მოქალაქეების დაბნევას დეზინფორმაციით და ამავე დროს ამტკიცებდა, რომ რუსეთის მთავრობას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს აშშ-ს, იტალიას და ესპანეთს და ეს გააკეთოს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პირობებშიც კი“, – განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის, ევროპის პროგრამების დირექტორმა ჰითერ კონლიმ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey