13/04/201 860 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მაისის ბოლომდე ჩინეთიდან 1 900 000 ლარამდე ღირებულების 2 მილიონ პირბადეს შეიძენენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, საქართველომ მაისის ბოლომდე ჩინეთიდან 1 900 000 ლარამდე ღირებულების 2 მილიონი პირბადე უნდა შეიძინოს. როგორც „ინტერპრესნიუსს" გიორგი წოწკოლაურმა განუცხადა, პირადეები არის ერთჯერადი, ქირურგიული, რომლის ნაწილიც უკვე შეძენილია. მათი ფასი კი ადგილობრივი წარმოების მრავალჯერადი გამოყენების პირბადესთან შედარებით ოდნავ დაბალია.
წოწკოლაურის თქმით, პირბადეებს ქვეყანაში ორი მომწოდებელი შემოიტანს, ერთი ქართული, მეორე კი ადგილობრივი, ჩინური კომპანია.
„ჩვენ როცა პირბადეების შესყიდვა დავიწყეთ, ეს იყო 26 მარტს, დავდეთ ხელშეკრულება ამ პირბადეების შესყიდვაზე. ეს ის ფირმა არ არის, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს კუთხით კერავს პირბადეებს. ეს იყო სხვა ქართული მომწოდებელი, რომლისგანაც უნდა გვეყიდა 500 ათასი ცალი პირბადე. მაგრამ შემდგომ გამოჩნდა ახალი შემომტანი უცხოეთიდან, რომელმაც შემოგვთავაზა უკვე ქირურგიური ერთჯერადი პირბადე და იქიდან გამომდინარე, რომ ვართ ორიენტირებული სამედიცინო სფეროზე და სამედიცინო კუთხით ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ერთჯერადი ქირურგიული პირბადეები, კონტრაქტი შევცვალეთ. ჯამში ხელშეკრულება დაკორექტირდა 100 ათას ცალზე. ამ კომპანიასთან კომუნიკაცია 30 მარტსვე გვქონდა ხელშეკრულების კორექტირებაზე, თუმცა ეს 4 აპრილს გაფორმდა. უცხოური მომწოდებლისგან პირბადეების ნაწილი უკვე მივიღეთ. ფასი ოდნავ დაბალია, დაახლოებით 5-7 დოლარის ცენტით ნაკლები. ქართული პირბადეები მრავალჯერადია, ეს ქირურგიული პირბადეები არის ერთჯერადი. სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენთვის უპრიანი იყო გვქონოდა ქირურგიური პირბადეები. ქართულ პირბადეებს გარეცხვა სჭირდება და მედპერსონალისთვის არაკომფორტულია. როცა ქართულ კომპანიასთან დავდეთ ხელშეკრულება 500 ათას ცალ პირბადეზე, იმ პერიოდში ფიზიკურად არ არსებობდა ქირურგური პირბადეების მომწოდებელი. ხელშეკრულების დაკორექტირება არ ნიშნავს, რომ დაწუნებულია ის პირბადეები, პირიქით ეს არის მრავალჯერადი, ის არის ერთჯერადი. უბრალოდ ჩვენ მიზნები არის სამედიცინო მიზნები და მედპერსონალისთვის უფრო მეტად საჭიროა ერთჯერადი პირბადეები," - განაცხადა წოწკოლაურმა. მისივე თქმით, 2 მილიონი პირბადის საჭიროება არის გათვლილი მაისის ბოლომდე მარაგების შესავსებად.
„ეს არის პირველი ტალღის გეგმა და შესაბამისად, თუ ეპიდსიტუაცია დაიძაბა შესყიდვების გეგმაც აყვება ეპიდსიტუაციას. 2 მილიონი პირბადის შესყიდვისთვის საჭირო 1 900 000 ლარამდე არის დღგ-სა და ტრანსპორტირების ჩათვლით ფასი," - განაცხადა წოწკოლაურმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ქართულ კომპანია შპს "ქართულ ტექსტილთან" 500 ათასი პირბადის 570 ათას ლარად შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულება 26 მარტს დადო, მოგვიანებით კი მოთხოვნილი ოდენობა შეამცირა და 500 ათასი პირბადის ნაცვლად 100 ათასი პირბადის 114 ათას ლარად შესყიდვა გადაწყვიტა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ