Babajana LOGO

საქართველოს საგარეო უწყება - საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში დახმარება აღმოუჩინეს 4051 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში 5540 ადამიანი დაბრუნდა

13 აპრილს 2020 03:20ნახვები 454წყარო: 1tv.geფოტო: 1tv.ge
2020 წლის 13 აპრილის მონაცემებით, საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში დახმარება აღმოუჩინეს 4051 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით 5540 მოქალაქე დაბრუნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს 5540 მოქალაქე საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით დაბრუნდა სამშობლოში.
„როგორც ცნობილია, გუშინ შესრულდა ბერლინი-თბილისის რეისი, რომელითაც ასევე ისარგებლა რამდენიმე მძიმე პაციენტმა. რისთვისაც თვითმფრინავს, სამინისტროს ორგანიზებით თბილისიდან გაჰყვა სპეციალურად აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID 19 გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania