სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 966-მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღე-ღამეში 29-ით გაიზარდა და მთლიანობაში 966 შეადგინა. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 13-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსისგან 173 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამ დროის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსისგან 173 ადამიანი გამოჯანმრთელდა.