Babajana LOGO

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირებულთა რიცხვი კი 62-ით გაიზარდა

08 აპრილს 2020 15:33ნახვები 743წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ჩინეთში, საიდანაც კოვიდ-19 გავრცელდა როგორც გარდაცვლილთა ისე, დაინფიცირების მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3 333 შეადგინა. ახალი სტატისტიკური მონაცემები worldometers-ზეა გამოქვეყნებული. დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 62- ით გაიზარდა, რაც მთლიანობაში 81 802 ადამიანს შეადგენს.
ჩინეთში გამოჯანმრთელებულ პაციენთა რაოდენობა კი 77 279-მდე გაიზარდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania