Babajana LOGO

არჩილ თალაკვაძე - თებერვლიდან კონგრესში ჩვენს მეგობრებს ყველაფერზე სრულ არგუმენტაციას მივაწვდით

27 იანვარს 2020 16:32ნახვები 392წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
მესმის, რომ არის ხალხი, ვისაც კრიტიკული განცხადებები საქართველოს მისამართით უხარია, - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებისა და სენატორების ნაწილის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთავის გაგზავნილ წერილებთან დაკავშირებულ საკითხს. მისივე თქმით, ისინი გეგმავენ ამ ყველაფერზე პასუხები მოამზადონ და ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდეთ აშშ-ის კონგრესთან.
„ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს ვიზიტები და შეხვედრები. რამდენიმე საერთაშორისო და მაღალი დონის ვიზიტი შედგება უკვე თებერვლიდან და ჩვენ მათთან გვექნება ინტენსიური კომუნიკაცია. ჩვენს მეგობრებს აშშ-ის კონგრესში ამ ყველაფერს, მათ შორის პოლიტიკურ კონტექსტზეც სრულ არგუმენტაციას მივაწვდით. მესმის, რომ არის ხალხი, ვისაც კრიტიკული განცხადებები საქართველოს მისამართით უხარია, ასევე ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში არიან პასუხისმგებლიანი ადამიანები, ვინც ამ ყველაფერზე პასუხებს მოამზადებენ და ვისაც კოლეგებთან ნორმალური დიალოგი ექნებათ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania