08/04/202 000 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

პუტინი: რუსეთმა პაჭანიკების და ყივჩაღების შემოსევებს გაუძლო, კორონავირუსსაც დავამარცხებთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რეგიონულ ლიდერებთან და მთავრობასთან სატელევიზიო შეხვედრაში თქვა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნებოდა. მან ვირუსი საუკუნეების წინ ცენტრალური აზიიდან წამოსული ტომების შემოსევას შეადარა:
"ყველაფერი წარმავალია და ესეც გადაივლის. ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ გაუძლო სერიოზულ გამოცდას: როდესაც პაჭანიკები და ყივჩაღები აოხრებდნენ, რუსეთმა ყველაფერს გაუძლო. ჩვენ ამ კორონავირუსს დავამარცხებთ. ერთად ყველაფერს დავამარცხებთ." თქვა პუტინმა.
პუტინმა თქვა, რომ მიუხედავად ვირუსისა სურს, რომ ეკონომიკამ იფუნქციონიროს: "ჩვენ ვერ შევაჩერებთ ეკონომიკას, ვერ გავაჩერებთ რეგიონებს შორის ტვირთის და მგზავრების მიმოსვლას ან მასიურად ვერ შევზღუდავთ ბიზნესების მუშაობას. თქვენ და მე უნდა გვესმოდეს, რა ტიპის ზიანი, რა დესტრუქციული შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს." თქვა მან.
ამჟამად რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 8,672 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 63 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 580.
2 აპრილს, სასაქონლო ბირჟებზე ყველაზე მოთხოვნადი რუსული წარმოების URALS-ის მარკის ნავთობზე ფასებმა ახალი ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა. ევროპის სასაქონლო ბირჟებზე რუსული ნავთობის ფასი 10,5 დოლარამდე დაეცა.
ამის შემდეგ პუტინმა გამოთქვა მზაობა, რუსეთმა  ნავთობის მოპოვება შეამციროს. საუბარია, ჯამურად დღეში დაახლოებით 10 მილიონ ბარელზე.
რუსეთის მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2020-2021 წლებში რუსეთის ეკონომიკა შესაძლოა 4,2%-ით შემცირდეს. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY