Babajana LOGO

მამუკა მდინარაძე - ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს

08 აპრილს 2020 10:13ნახვები 509წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე ბევრად ძლიერი სახელმწიფოები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ემიგრანტების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნება გაგრძელდება.
„ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე ბევრად ძლიერი სახელმწიფოები, მათ შორის ეკონომიკურად. დღეს ამაზე ვრცლად ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან ისაუბრა, როგორ ხდება ქართველი ემიგრანტების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნება და აგრეთვე მან ისაუბრა იმაზე, როგორ ხდება იმ ადამიანების დახმარება, ვინც უცხოეთშია. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩამოიყვანოს ემიგრანტების ოპტიმალური რაოდენობა, რომ შემდეგ მათი საკარანტინო პირობებში დაბინავება მოხდეს. ჩვენ უკვე ჩამოვიყვანეთ 5 000 - ზე მეტი ქართველი სამშობლოში და ეს პროცესი გრძელდება,“ - განაცხადა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania