Babajana LOGO

მთავრობის გადაწყვეტილებით, ვანის გასასვლელებში ბლოკ-პოსტები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან

08 აპრილს 2020 06:04ნახვები 464წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან.
როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რამდენიმე ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ვანის მუნიციპალიტეტსაც უკავშირდება.
„მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა, დადგენილია გარკვეული კონტაქტები, მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა და ამ ეტაპისთვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოვიღოთ იგივე რეგულაცია, რაც სხვა 9 მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მოქმედებს. შესაბამისად, იქნება პროაქტიული თერმოსკრინინგი, მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც შემოწმდებიან ჩვენი თანამოქალაქეები და ასევე, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზეც ანალოგიური გავრცელდება,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania