27/01/201 394 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სესიაზე ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის დელეგაციისთვის ხმის მიცემის შეჩერების საკითხს დააყენებენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სესიაზე კიდევ ერთხელ დააყენებენ საკითხს, რომ რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში ხმის მიცემის უფლება შეუჩერდეს. ნროგორც ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, საკითხს ქართული დელეგაციის ყველა წევრი - როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენელი მხარს დაუჭერს.
„გუშინ და დღეს დილით ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები კოლეგებთან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებთან. ჩვენი გეგმაა ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი. ამასთან დაკავშირებით საკითხი დღეს გამოდის პლენარულ სესიაზე და ჩვენ ყველა მხარს დავუჭერთ ამ საკითხს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაიწყოს პროცედურა ამ საკითხის გადასახედად და იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ინიციატივა წარმატებული იქნება. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა რაც მთავარია, ეს პროცედურა უნდა დაიწყოს“, - აღნიშნა კობახიძემ.
კითხვაზე, რა ძირითადი გზავნილები გაჟღერდება ქართული მხარის მიერ, კობახიძე შემდეგნაირად პასუხობს:
„ჩვენ ამ ფორმატს, ამ ტრიბუნას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რაც დაკავშირებულია პირველ რიგში ოკუპაციის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან, გავატაროთ. შესაბამისი გზავნილები მივაწოდოთ ჩვენს კოლეგებს და მეგობრებს. ასევე, ჩვენს მეგობრებთან და კოლეგებთან საუბარი გვექნება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე“, - აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.
ამასთან, როგორც ცნობილია, ყოველ წელს, ზამთრის სესიის გახსნისას ხდება ევროპის საბჭოს დელეგაციების უფლებამოსილების ცნობა. რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში ხმის მიცემის უფლება შეჩერებული ჰქონდა, თუმცა ბოლოს დაუბრუნდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ