აშშ-ის თავდაცვის მდივანი ნიუ-იორკში 1100 სამედიცინო პირს გზავნის
აშშ-ის თავდაცვის უწყება 1100 სამხედრო ექიმს, უახლოეს პერიოდში, ქალაქ ნიუ-იორკში განათავსებს, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებიან. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა განაცხადა.
„რამდენიმეჯერ ვესაუბრე ნიუ-იორკის მერს. ამ დროისთვის ათასზე მეტი სამხედრო ექიმი და ექთანია დისლოცირებული ამერიკის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკშიც“, - განაცხადა ესპერმა.
მისი თქმით, გაგზავნილი სამედიცინო პერსონალი იმუშავებს ჯეკობ ჯავითსის საკონცერტო ცენტრში, რომელიც ჰოსპიტლად არის გადაკეთებული და 2.5 ათას ადამიანზეა გათვლილი. თავდაცვის მდივნის თქმით, ასეულობით ექიმი გაიგზავნება 11 საქალაქო საავადმყოფოში, სადაც სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა.