Babajana LOGO

პრემიერი - კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევამ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს

04 აპრილს 2020 15:13ნახვები 770წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
გარდაცვალების ამ შემთხვევამ უნდა დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და ნაბიჯების სიმკაცრე არ არის ვიღაცის სურვილი, ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიცვას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლები ვართ მოხუცების წინაშე და მომხდარი ფაქტი საგანგაშოა. პრემიერმა არ გამორიცხა, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით ღონისძიებები კიდევ უფრო გამკაცრდეს.
„დღეის მდგომარეობით გვყავს 157 ინფიცირებული. მათგან 9 არის ახალი შემთხვევა, მათგან 1 აჭარაში და გვყავს სამწუხაროდ 1 გარდაცვლილი. ეს გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან მოხუცებული ქალბატონი, 79 წლის, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენმა ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევამ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და ნაბიჯების სიმკაცრე არ არის ვიღაცის სურვილი, ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიცვას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლები ვართ პირველ რიგში, ჩვენი მშობლების, მოხუცებულების წინაშე და ეს ფაქტი, რომელიც მოხდა, არის უკიდურესად საგანგაშო. ეს არის ის ზარი, რომელიც ყველა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს. არანაირი კომპრომისი ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება. თუ შემდგომი ღონისძიებების გამკაცრება იქნება საჭირო, ჩვენ ამ ღონისძიებებს გავამკაცრებთ,“ - განაცხადა გახარიამ.
პრემიერმა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania