ნიუ-იორკის შტატში უმუშევრად დარჩენილებს კვირაში 1100 დოლარს გადაუხდიან
ბოლო კვირაში უმუშევრობის სოციალური დახმარების სამსახურებს 6.6 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიმართა. მსგავსი ზრდა უპრეცედენტოა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. ყველაზე ცუდი პერიოდი ამ მხრივ ბოლოს 1982 წელს დაფიქსირდა, იმჟამად უმუშევრობის დახმარებისთვის განცხადება 695 000-მა ამერიკელმა შეიტანა. ნიუ–იორკში უმუშევრად დარჩენილების დასახმარებლად გამოყოფილია კვირაში 1100 აშშ დოლარი. უმუშევრად დარჩენილ პირს აღნიშნული დახმარების მიღება მაქსიმუმ, 39 კვირის განმავლობაში შეეძლება ბოლო მონაცემებით, აშშ–ში კორონავირუსმა 5 113 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 215 357.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 47 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 936 000–ს გადააჭარბა, 195 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 134 შემთხვევაა დადასტურებული. 134 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.