Babajana LOGO

დონალდ ტრამპი მოლაპარაკების სანაცვლოდ ირანისთვის სანქციების გაუქმებას არ აპირებს

26 იანვარს 2020 17:25ნახვები 594წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოლაპარაკების სანაცვლოდ ირანისთვის სანქციების გაუქმებას არ აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ირანს აშშ-სთან მოლაპარაკებები სურს, თუმცა ამის სანაცვლოდ სანქციები უნდა გაუქმდეს. არა, გმადლობთ!“, - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ირანი მზადაა აშშ-სთან მოლაპარაკებები დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები სანქციებს გააუქმებს. ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 3 იანვარს ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania