Babajana LOGO

ესპანეთში ბოლო დღის მანძილზე 812 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობით კი ქვეყანამ ჩინეთს გადაასწრო

30 მარტს 2020 16:24ნახვები 487წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ესპანეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის მანძილზე 812 ადამიანი დაიღუპა, რითაც მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვმა 7340-ს მიაღწია. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. ქვეყანაში დადასტურებული ინფექციის შემთხვევები 78 797-დან 85195-მდე გაიზარდა, რითაც ქვეყანამ ჩინეთის მონაცემებს გადაასწრო და დადასტურებული შემთხვევების რეიტინგში აშშ-სა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania