25/01/201 316 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - პოლიციაში გამოკითხვაზე მოვედი - არ ვაპირებ ვინმეს ფიზიკურად გავუსწორდე

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში, თბილისის საკრებულოს " ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. ის სამმართველოში ადვოკატ გიორგი კონდახიშვილთან და საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ნადირაძესთან ერთად მივიდა. როგორც ლევან ხაბეიშვილმა დაკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ აქვს იმედი, რომ "კრიმინალური ხელისუფლების" პირობებში საკრებულოში მასსა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შოროს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპიებას ობიექტურად გამოიძიებენ.
"როცა დამკვეთი არის თვითონ ხელისუფლება და კახა კალაძე, ამ დროს, ამ კრიმინალური დაწესებულებიდან, სადაც მინისტრის ოჯახის წევრების გამო მაიორებს სამსახურიდან ათავისუფლებენ და პოლიციელებს დევნიან, ცხადია, არაფრის იმედი არ მაქვს. მათ დამიბარეს და თქვეს, რომ გამოძიება დავიწყეთ და გამოკითხვაზე უნდა მოხვიდეო. შესაბამისად, მე როგორც კანონმორჩილი ადამიანი მოვედი. ასევე საზოგადოებას მინდა, ვუთხრა და ხელისუფლებას შევახსენო - ანრი ოხანაშვილს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანმა, დააკავეს. ამ შემთხვევაში, როცა რამდენიმე ტურა უკნიდან მოპარვით და ანგარიშსწორებით გამოიჩეოდა ჩემს მიმართ,ისინი დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან და ამ დრომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. თუმცა, მე უკვე მოვედი და კანონის შესაბამისად მივცემ ჩვენებას. ამ ადამიანებს არ ვაპირებ ფიზიკურად გავუსწორდე, რადგან ჩემი პლუსი არ არის ფიზიკური ანგარიშსწორება და ზოგადად, ყველა ძალადობას ვგმობ, მათ შორის ,ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორცილებულ ძალადობას, თუმცა როცა ხელისუფლება შეიცვლება, კანონის წინაშე ამ ადამიანებს პასუხისგება მოუწევთ. იმიტომ, კი არა, რომ მე დავიბოღმე და ცოტა ხანი ყვითელი თვალი მაქვს, არა, უბრალოდ, ძალადობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA