25/03/201 532 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

აშშ-ში COVID-19-ით დაავადებულთა სამკურნალოდ გამოჯანმრთელებულების სისხლს გამოიყენებენ

აშშ-ის საკვებისა და პრეპარატების ადმინისტრაციამ (FDA) მიიღო საგანგებო პროტოკოლი, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმებს, კორონავირუსული დაავადებით — COVID-19-ით დაავადებულ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს უმკურნალონ იმ პაციენტების სისხლიდან ამოღებული პლაზმით, რომლებმაც ვირუსი უკვე დაამარცხეს. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს.
იქამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ნიუ-იორკის შტატში — გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ შტატში ყველაზე მძიმედ დაავადებულ პაციენტების განკურნებისთვის გამოიყენებდნენ ვირუსისგან განკურნებული ადამიანების ანტისხეულებით მდიდარ პლაზმას.
მკურნალობის ეს მეთოდი ახალი არ არის, იგი გამოიყენებონებოდა მათ შორის 1918 წელს მომხდარი „ესპანური გრიპის“ პანდემიის დროს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს მეთოდი საუკეთესო იქნება, სანამ არ შემუშავდება COVID-19-ის ვაქცინა ან პრეპარატი, რასაც მინიმუმ რამდენიმე თვე უნდა დასჭირდეს.
„ამ მიდგომას ნამდვილად აქვს მიღწევები, და რაც გასაკვირია, ეს იდეა სულ არაა ახალი. ის ჩვენთან ასი ან მეტი წლის განმავლობაში იყო“, — აცხადებს ჯეფრი ჰენდერსონი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მედიცინისა და მოლეკულარული მიკრობიოლოგიის ასოცირებული პროფესორი.
„ჯერ, მართალია არ ვიცით, რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი კონკრეტულად არ შემთხვევაში, თუმცა მისი წინა გამოყენების ისტორიიდან გამომდინარე სხვა ვირუსების შემთხვევაში, ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ [მეთოდი] იმუშავებს“, — აღნიშნავს იგი.
ამ მეთოდის გამოყენებისას, ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ანტისხეულებს უკვე განკურნებული პაციენტის პლაზმიდან დაავადებულს გადასცემენ. მეთოდს გამოიყენებდნენ 2002 წლის SARS-ის ვირუსისის დროსაც და პირველადი მონაცემებით, მეთოდი შეიძლება ეფექტიანი იყოს COVID-19-ის შემთხვევაშიც.
აშშ-ში ამჟამად კორონავირუსით დაავადების 55,225 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 801 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 354 პაციენტი.
კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში ასე გამოიყურება:
  • დაავადების შემთხვევა: 423,670 მსოფლიოში, 73 საქართველოში
  • გამოჯანმრთელების შემთხვევა: 108,629 მსოფლიოში, 10 საქართველოში
  • გარდაცვალების შემთხვევა: 18,923 მსოფლიოში, 0 საქართველოში

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY