ესპანეთში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 514 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ესპანეთში კორონავირუსით კიდევ 514 ადამიანი გარდაიცვალა. BBC წერს, რომ ქვეყანაში სიტუაცია სწრაფად უარესდება. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის ესპანეთში ვირუსით მთლიანობაში 2 696 ადამიანია დაღუპული, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 39 673-ია. დაავადებულთა შორის 5 400 სამედიცინო სფეროს თანამშრომელია.
მადრიდში, კატალონიასა და ბასკეთის მხარეში გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში 3 794 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
ევროპაში, ესპანეთი და იტალია კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებია.