Babajana LOGO

ბულგარეთსა და პოლონეთში საქართველოს საელჩოების ძალისხმევით, საქართველოს მოქალაქეები დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყვეს

24 მარტს 2020 15:28ნახვები 519წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
კორონავირუსის გავრცელების გამო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად საქართველოში გამომგზავრების შესაძლებლობას დროებით მოკლებული საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთსა და პოლონეთში საქართველოს საელჩოების ძალისხმევით, საცხოვრებლით უზრუნველყვეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს. ბულგარეთში საქართველოს საელჩოსა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შედეგად, ბურგასის მერმა უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებლითა და პირველადი მოხმარების საგნებით დახმარება.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს 80-მდე მოქალაქე, რომლებიც ბულგარეთიდან საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით, 18 მარტს უკვე სამშობლოში დაბრუნდნენ.
რამდენიმე ათეული მოქალაქე უზრუნველყო საცხოვრებლითა და პირველადი მოხმარების საგნებით პოლონეთში საქართველოს საელჩომ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ადგილსამყოფელის ხარჯებს საქართველოს საელჩო საკუთარი სახსრებით ანაზღაურებს.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania