3.3214 - ლარი 1 დღეში 13 თეთრით გაუფასურდა
ლარი ერთი დღის განმავლობაში 13 თეთრით გაუფასურდა და მიმდინარე კურსმა 3.30-იანი ზღვარიც გადალახა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე თბილისის დროით 16:00 საათზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3214 შეადგინა.
ლარმა ვარდნა 11 მარტიდან დაიწყო, 16 მარტიდან დღემდე კი გაუფასურების რეკორდი 5-ჯერ მოხსნა. რეალური სავაჭრო კურსი 3.00-იან ნიშნულს უკვე 13 მარტს გადასცდა, რაც ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ 17 მარტიდან დაადასტურა.
ბოლო 2 კვირაში ლარი დოლართან მიმართებაში 18.5%-ით, 52 თეთრით გაუფასურდა. კურსი 34 თეთრით აღემატება გასული წლის ბოლო მე-11 რეკორდს. ეროვნული ვალუტა ვერც სების $60 მლნ-იანმა ინტერვენციამ გაამყარა.