Babajana LOGO

სამეგრელოში 329 პირია თვითიზოლაციაში, კარანტინში კი 26 ადამიანი იმყოფება

23 მარტს 2020 14:48ნახვები 334წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
სამეგრელო - ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 329 ადამიანი იმყოფება. როგორც რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ ბრიფინგზე განაცხადა, თითეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, თვითიზოლაციის პერიოდი 63 პირს დაუმთავრდა.
„დღეს რეგიონში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ჩვენს რეგიონში შემოყვანილია 20 პირი, მათ გაეწიათ სამედიცინო დახმარება და არც ერთი მათგანი არ ჩაითვალა კორონავირუსზე საეჭვოდ. ყველა გადავიდა თვითიზოლაციაში და გრძელდება მეთვალყურეობა. სხვადასხვა რეგიონებიდან 32 პირია დღეს საკარანტინო სივრცეში ანაკლიასა და მესტიაში. ისინი გადმოიყვანეს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან და გორის ჰოსპიტალიდან. მათ უტარდებათ სამედიცინო შემოწმება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე სამეგრელოში 329 პირია თვითიზოლაციაში. კარანტინში იმყოფება 26 ადამიანი, აქედან 12 იძულების წესით. 63 პირს თვითიზოლაციის ვადა დაუმთავრდა“, - ამბობს ოდიშარია.
ამავე ცნობით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო და ფოთის ჰოსპიტალი მზადაა პაციენტები მიიღოს. ოდიშარია ამბობს, რომ დაწესებულებები შესაბამიის ინვენტარით აღჭურვილია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania