იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 4032-ს მიაღწია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, იტალიამ კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველა მონაცემით გადაასწრო ჩინეთს, გარდა დაინფიცირებულთა რაოდენობისა. ჩინეთი კვლავ პირველ ადგილზეა 81304 - კაცით, იტალიაში დარეგისტრირებულია 47021 პაციენტი.
21 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 4032-ს მიაღწია.
ამ მაჩვენებლით იტალიამ გადაასწრო ჩინეთს. მოსახლეობის მხრივ მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაში ოფიციალური ცნობით კორონავირუსის ინფექციით დაიღუპა 3,259 კაცი. ამასთან, ჩინეთში ყველაზე მეტი ავადმყოფი განიკურნა კორონავირუსისგან - 71857 კაცი, რასაც ჯონს ჰოპკინსის სახელობის „კორონავირუსის რესურსების ცენტრის“ ანგარიშიც მოწმობს.