24/01/201 664 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე - როდესაც გაყენებენ შეურაცხყოფას, მიიღებ შესაბამის პასუხს

თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უმრავლესობისთვის ძალადობა მიუღებელია, მაგრამ როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი პირად შეურაცხყოფაზე გადადის ძნელია ემოციის მოთოკვა.
„ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ადგილი აქვს პირად შეურაცხყოფას და კოლეგების მიმართ ამაზრზენ დამოკიდებულებას. მე მას ძალიან ბევრჯერ მივმართე და ვთხოვე, განცხადებები არგუმენტების გამოყენებით გაეკეთებინა. ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში ჩვენ ყველას მოგვაყენა შეურაცხყოფა. როდესაც გაყენებენ შეურაცხყოფას, მიიღებ შესაბამის პასუხს. ყველა ასე იზამდა, ჩვენ ვართ ქართველები, თავმოყვარე ერი“,-განაცხადა ირაკლი ზარქუამ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი, 2011 წელს გიგი უგულავას და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2011 წელს მერიასა და საკრებულოდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, გამოაცხადეს ტენდერი და ამ ადამიანებს დილის 9 საათიდან 6 საათამდე, 250 ლარად ამუშავებდნენ. დღეს კი, ჩვენი მმართველობის პერიოდში, გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ისინი განახევრებული გრაფიკით მუშაობენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის წევრს ნამდვილად არ აქვს უფლება ჩვენ ასეთი ფორმით გვესაუბროს. სწორედ, ამიტომ არის ლევან ხაბეიშვილი მასხარა და მატყუარა“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY