Babajana LOGO

საქართველოს საკარანტინე ზონებში 1600-მდე ადამიანია მოთავსებული, კორონავირუსის ინფექციაზე დღეს კიდევ 100-მდე ნიმუში გაიტესტება

20 მარტს 2020 16:47ნახვები 297წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის ინფექციაზე დაახლოებით 100-მდე ნიმუში გაიტესტება.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერსა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, 30 იანვრიდან დღემდე 1073 შესაძლო შემთხვევაზეა ტესტი ჩატარებული, მათგან 43 კი ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსული ინფექციაა.
მისივე თქმით, შემთხვევათა უმეტესობა არის იმპორტირებული.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკარანტინე ზონებში არის 1575 ადამიანი მოთავსებული, თვითიზოლაციიდან გამოვიდა 191, თვითიზოლაციაში კი რჩება 1781 ადამიანი.
„დღევანდელი შეხვედრა მოეწყო პრემიერ-მინისტრთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან, რათა განხილული ყოფილიყო ყველა ის საკითხი, თუ რას აკეთებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით ქვეყანა. შევჯერდით მთელ რიგ საკითხებზე, პრინციპული შეთანხმება გახლავთ ის, რომ დღემდე ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ინფექციის და ეპიდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, არის სწორი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ შეკავების მექანიზმების აღსრულებასა და მონიტორინგზე, თუ რამდენად სწორედ ხორციელდება აღსრულება იმისა, რასაც დღეს მთავრობა ადგენს და რა რეკომენდაციებსაც აძლევს მოსახლეობას. მხედველობაში მაქვს სასწავლო პროცესისა და ფრენების შეწყვეტა, მთელი რიგი დაწესებულებების მუშაობის შეჩერება, სავაჭრო დაწესებულებებისა და ა.შ. და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის აღსრულება და მონიტორინგი, რამეთუ ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი გახლავთ სოციალური დისტანცირება. სოციალური დისტანცირება ექსპერტების მიერ ჩაითვალა, როგორც ყველაზე უფრო მძლავრი მექანიზმი ეპიდემიის შენელებისა და გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით,“- განაცხადა გამყრელიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania