Babajana LOGO

ეკატერინე ტიკარაძე - ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან საქართველოს საზღვარს გადმოკვეთავს, საკარანტინე ზონაში მოთავსდება

20 მარტს 2020 13:26ნახვები 733წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალება, რომ სარფთან, ლარსთან და წითელ ხიდთან განთავსდეს საკარანტინე ზონები. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, გარდა ამისა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, სავალდებულო კარანტინში გადავა.
“დღეს გაიმართა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც ამ ვითარებაში არის მნიშვნელოვანი. გამოიკვეთა რამდენიმე ახალი საჭიროება. მაგალითად, გაიზარდა ნაკადი ჩვენი მოქალაქეების სახმელეთო ზონებიდან შემოსვლის, ეს არის სარფი, ლარსი და წითელი ხიდი, რისთვისაც ჩვენ მივიღეთ პრემიერისგან დავალება, რომ სასწრაფოდ მობილიზებული იქნას ამ სამ ობიექტზე საკარანტინე ზონები. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ასევე, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან საქართველოს საზღვარს გადმოკვეთავს, განთავსებული იქნება აუცილებლად საკარანტინე ზონაში, ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დანარჩენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ მოქალაქეზე ზრუნვა, რომელიც დღესდღეობით იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ”, - განაცხადა მინისტრმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania