Babajana LOGO

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა 87% გამოჯანმრთელდა

19 მარტს 2020 18:36ნახვები 497წყარო: pia.geფოტო: pia.ge
მ დროს, როცა ევროპაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი დღიურად ხუთნიშნა რიცხვით იზრდება, ჩინეთში გამონაჯმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 87%-ს გადააჭარბა.
19 მარტის საღამოს მონაცემებით ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 80 928-ს მიაღწია, საიდანაც 3245 გარდაიცვალა, 70 420 კი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობის კურსს კიდევ 7263 პირ გადის, მათგან 2274-ის მდგომარეობა მძიმედ რჩება.
ისევე როგორც დღეს იტალიასა და ესპანეთში, დაავადებულთა რაოდენობა თებერვალში ჩინეთშიც დღიურად რამდენიმე ათასით იზრდებოდა. 12 თებერვალს ახლადაინფიცირებულთა გამოვლენის მაჩვენებელმა 14 000-საც გადააჭარბა, მაგრამ მარტში სურათი შეიცვალა. 19 მარტს ინფიცირების მხოლოდ 34 ახალი შემთხვევა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania