თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 29-ით გაიზარდა და 47 შეადგინა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს დადასტურდა 29 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 47-ს მიაღწია. ბოლო ინფიცირებულები დაკავშირებულნი არიან აშშ-სთან, ახლო აღმოსავლეთთან და ევროპასთან. სამი პირი კი საუდის არაბეთიდან დაბრუნდა“, -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „ტვიტერზე“.