Babajana LOGO

ტურისტებს, რომლებმაც გუდაურში დაისვენეს, კორონავირუსი დაუდგინდათ

16 მარტს 2020 12:54ნახვები 812წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის, ანა კასრაძის ცნობით, ჩეხი ტურისტების ჯგუფის წევრებს, რომლებიც 4-9 მარტს გუდაურში  მოგზაურობდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ.
კერძოდ, ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც 4-9 მარტს გუდაურში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. იგი მოგზაურობდა 6-კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19.
“დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია), რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია. ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან. საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის”, – წერს ანა კახრაძე.
გუდაურში მდებარე რესტორნის “შავი ალუბლის” ადმინისტრაციამ წუხელ გაავრცელა ინფორმაცია რესტორნის დახურვის შესახებ მას შემდეგ, რაც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი­დან შევა­ტყო­ბი­ნეს, რომ 4 მარტს გუ­და­ურ­ში ჩა­მო­ვი­და 6 ჩეხი ტურის­ტი, რო­მელ­თა­გან 3-ს დღეს აღ­მო­აჩ­ნდა კო­რო­ნა­ვირუ­სი.
“ამ ტუ­რის­ტებ­მა გა­მო­კი­თხვის დროს აღ­ნიშ­ნეს, რომ თა­ვი­ან­თი ვი­ზი­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღე და­დი­ოდ­ნენ რეს­ტო­რან “მთვრალ ალუ­ბალ­ში”. ჩვენ ყვე­ლა­ნი ვართ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, რეს­ტო­რა­ნი და­კე­ტი­ლია, ჩვე­ნი 2 თა­ნამ­შრო­მე­ლი მა­ღა­ლი სი­ცხით ელო­დე­ბა კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დას. ვინც ამ დღე­ებ­ში იყა­ვით “მთვრალ ალუ­ბალ­ში”, გთხოვთ, იზ­რუ­ნოთ თქვენს და თქვე­ნი გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის ჯამ­რთე­ლო­ბა­ზე, გთხოვთ, რომ მი­მარ­თოთ კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას”, – ნათქვამია რესტორნის ადმინისტრაციის განცხადებაში.
16 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა რეგისტრირებული. მსოფლიოში კორონავირუსის 153 ათასზე მეტი ფაქტია აღრიცხული, გარდაცვლილია 5 700-ზე მეტი ადამიანი. ვირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 146 ქვეყანაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania