Babajana LOGO

თურქეთი ევროპის 9 ქვეყანასთან ავიამიმოსვლას წყვეტს

14 მარტს 2020 14:00ნახვები 610წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად თურქეთი ევროპის 9 ქვეყანასთან ფრენებს წვყვეტს, - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყანა მგზავრებს აღარ მიიღებს გერმანიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან, ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან.
შეზღუდვა ძალაში დღიდან შევა და 17 აპრილამდე იმოქმედებს.
„თურქეთის ავიახაზების“ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მოქალაქეები ბილეთებზე ჯავშნის შეცვლას უფასოდ შეძლებენ. შეგახსენებთ, თურქეთში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania