Babajana LOGO

თენგიზ ცერცვაძე: რამდენიმე ამერიკულმა კომპანიამ ვაქცინა უკვე დაამზადა

14 მარტს 2020 13:22ნახვები 532წყარო: timer.geფოტო: timer.ge
ვაქცინის შექმნის მიმართულებით სერიოზული პროგრესია მიღწეული, როგორც ამბობენ, რამდენიმე ამერიკულმა კომპანიამ ვაქცინა უკვე დაამზადა, თუმცა გამოცდას დრო სჭირდება, – ამის შესახებ „იმედის“ გადაცემა „დილის შოუში“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„მსოფლიოს საუკეთესო ინტელექტუალური ძალები კონცენტრირებულია ვაქცინის შექმნაზე. ამ მიმართულებით მიღწეულია სერიოზული პროგრესი. როგორც ამბობენ, რამდენიმე ამერიკულმა კომპანიამ ვაქცინა უკვე დაამზადა, თუმცა გამოცდას დრო სჭირდება. სხვადასხვა წყარო ასახელებს 3-4-თვიან პერიოდს, მაგრამ კლასიკურად, კარგად რომ მოხდეს გამოცდა და ვაქცინა იყოს უსაფრთხო, საჭიროა ერთი წელი.
რაც შეეხება მედიკამენტებს აშშ-ში ჩინეთსა და იტალიაში გამოიყენება 5-6 მედიკამენტი. ჯერჯერობით მათი ეფექტიანობა დადასტურებული არაა. ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც ახლოს არის აღიარებასთან, ეს არის „რემდესივირი“, რომელსაც ამერიკაში სწავლობენ. ის ებოლას ვირუსის სამკურნალოდ შეიქმნა და იქ არ იმუშავა, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მუშაობს.
გარდა ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, ის მედიკამენტები, რომლებსაც ჯერ რეკომენდაცია არ მიუღიათ, მაგრამ ჩინეთში თავისი ეფექტიანობა დაადასტურეს, გამოვიყენოთ ჩვენც. ეს ახალი მედიკამენტები არაა, ისინი სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენებოდა. ჩვენ გვაქვს ამის უფლება, რომ არ დაველოდოთ ოფიციალურ რეკომენდაციას. ასე იქცევა ბევრი ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, იტალია და სხვები. ამ მედიკამენტებს ჩვენს გაიდლაინებში შევიტანთ, იმიტომ რომ მათი უსაფრთხოება ნამდვილად დადასტურებულია, რადგან აქამდე სხვა დაავადებების დროს გამოიყენებოდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania