Babajana LOGO

პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ზომები კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან მიმართებითაც გამკაცრდეს

13 მარტს 2020 14:59ნახვები 912წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსი საზღვრებს არ სცნობს, მაგრამ თუ საჭირო გახდება, შესაძლოა, მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზომები რუსეთთან მიმართებითაც გამკაცრდეს.
როგორც პრემიერმა კორონავირუსის გავრცელებით ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის შემცირების და ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმის წარდგენისას განაცხადა, ჯერ პროცენტულად ზარალის დათვლა შეუძლებელია.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ არის წინასწარ გათვლილი, პროცენტულად რა ზარალი მიადგება საქართველოს ეკონომიკას და ღირს თუ არა რუსეთთან მიმართებით ზომების გამკაცრება, მთავრობის მეთაურმა უპასუხა:
„გამკაცრება შეიძლება ღირდეს, აქ ვერ იქნება საუბარი მხოლოდ რუსეთზე. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ გლობალურ პრობლემასა და ვირუსზე, რომელიც გვესმის, რომ საზღვრებს არ სცნობს. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. იმ ქვეყნის მიმართულებით, სადაც აუცილებელი იქნება რისკების შესამცირებლად საზღვარზე განსაკუთრებული ღონისძიებების მიღება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
რაც შეეეხება პროცენტულ ზარალს, ამის დათვალა დღეს შეუძლებელია, თუმცა ეკონომიკურ ზრდას დაახლოებით წარმოდგენილი გვაქვს რა ზიანი მიადგება. ჯერ ამ ციფრებზე საუბარი ადრეა. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ეფექტურად ვუმკლავდებით დღეის მდგომარეობით გამოწვევებს, სულ უფრო და უფრო მზარდი გამოწვევებისთვის უნდა ვიყოთ მზად ხვალ, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რომ ეს მზაობა იყოს ისეთი ხარისხის, რომ ბევრად უფრო მაღალი ხარისხის რისკებს და გამოწვევებსაც გავუმკლავდეთ“, - განაცხადა გახარიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania