Babajana LOGO

იტალიაში ჩინეთის სამედიცინო ჯგუფები ჩავიდნენ, რომლებმაც სამედიცინო დახმარება ჩაიტანეს

13 მარტს 2020 14:03ნახვები 592წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ჩინეთის სამედიცინო ჯგუფი უკვე იტალიაშია. ჩინელი ექიმები ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ და მედიის ინფორმაციით, სამედიცინო აღჭურვილობა, დამცავი ნიღბები და მედიკამენტები ჩაიტანეს. გავრცელებული ცნობებით, სამედიცინო დახმარება ორ მილიონამდე სახის ნიღაბს და 700-ზე მეტ სასუნთქ მოწყობილობებს მოიცავს. სამედიცინო გუნდში ის ინტენსიური თერაპიის სპეციალისტები, პედიატრები და ექთნები არიან, რომლებიც ჩინეთში კრიზის მართვაში მონაწილეობდნენ. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუიჯი დი მაიომ ჩინელი ექიმების ჩასვლას ქვეყანაში „ფეისბუქით“ გამოეხმაურა.
„დღეს იტალია მარტო აღარაა. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი მხარს გვიჭერს“,-აღნიშნა მაიომ.
შეგახსენებთ, იტალია covid-19-ისგან ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდა. ვირუსით ქვეყანაში 15 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania