დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნების" დამარცხება უკეთესი საქართველოს ასაშენებლად გვინდა
„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიციამ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმის გაფორმებით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათ „ქართული ოცნების” დამარცხება უკეთესი საქართველოს ასაშენებლად უნდათ. ბაქრაძის თქმით, ეს შეთანხმება ქვეყანაში დამოუკიდებელ და თავისუფალ სასამართლოს უზრუნველყოფს.
„დღეს ოპოზიციური პარტიები აჩვენებენ, რომ ჩვენი ამოცანა არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" დამარცხება, ჩვენ გვინდა „ქართული ოცნების" დამარცხება უკეთესი საქართველოს ასაშენებლად. დღეს ხელი ეწერება შეთანხმებას, რომელიც იქნება ერთ-ერთი საფუძველი უკეთესი საქართველოს ასაშენებლად, ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად პასუხისმგებლიანად და გააზრებულად მოქმედებს ერთიანი ოპოზიცია. დღეს კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს არის ღირებულებითი ერთიანობა, რომლის ამოცანა არის ქვეყნის წინ წაყვანა და იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. „ევროპული საქართველო" სიამოვნებით უერთდება ამ შეთანხმებას, ეს შეთანხმება არის ქვეყანაში თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლოს, ღირსეული და თავისუფალი ბიზნესისა და ღირსეული და თავისუფალი მოქალაქეების პირობების შესაქმნელად”, - განაცხადა ბაქრაძემ.