12/03/201 512 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პედიატრი - ბავშვებს ხელები სპირტის შემცველი ხსნარით არ დაუმუშაოთ, ქუჩიდან შესულები ნუ აკოცებთ და მიეცით დიდი რაოდენობით სითხე

პედიატრი ინგა მამუჩაშვილი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს.
როგორც პედიატრმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის თემა" აღნიშნა, რომ პირველ რიგში აუცილებელია, სახლში მისვლის შემდეგ მშობლებმა ბავშვებთან მიახლოვებამდე ყველა ჰიგიენური წესი დაიცვან. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მშობლებმა პატარები ხშირად გაიყვანონ სუფთა ჰაერზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაცული იყოს გარკვეული დისტანცია.
„ზოგადად, რეკომენდაციები ამ ვირუსთან დაკავშირებით არის საერთო. მე მინდა მოვუწოდო მშობლებს, რომ ქუჩიდან შემოსულები ნუ აკოცებთ ბავშვებს, ნუ მიხვალთ მათთან იმ ტანსაცმლით, რომლითაც ქუჩაში იყავით, ნუ შეეხებით ბავშვებს დაუბანელი ხელებით, ნუ გადაკოცნით.
გამოიცვალეთ, დაიბანეთ ხელი, იხმარეთ სადეზინფექციო ხსნარი და ასე მიუახლოვდით პატარებს, თუმცა აქაც გადაკოცნისგან და ჩაკოცვნისგან თავი უნდა შევიკავოთ. ქუჩაშიც უცხო ადამიანებმა იციან, ლოყაზე ბავშვს მოუთათუნებენ ხოლმე, ეს დაუშვებელია. არ ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ პატარები ღია ცის ქვეშ ატარონ, ასეირნონ, თუმცა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირება. დაახლოებით მეტრანახევარი-ორი მეტრით ნუ მიუახლოვდება ნურავინ ბავშვს" - აღნიშნა ინგა მამუჩიშვილმა. პედიატრის განმარტებით, არ არის რეკომენდირებული, რომ ბავშვებს ხელები სპირტის შემცველი ხსნარებით დაუმუშაონ.
როგორც მამუჩიშვილი ამბობს, უმჯობესია ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი საპონი ან ბავშვის ჰიგიენური საშუალებები იქნას გამოყენებული.
"ბავშვებს სპირტის ხსნარებით ნუ დაუმუშავებთ ხელებს, არსებობს ანტიბაქტერიული ხელსახოცები, რომლითაც შეგვიძლია მათ ხელი გავუწმინდოთ. სპირტიანი ხსნარით დამუშავებაზე თავი შევიკავოთ, რადგან ბავშვის კანი ხსნარს სწრაფად იწოვს და შეიძლება ალერგია გამოიწიოს“, - განაცხადა ინგა მამუჩაშვილმა. ამასთან, ექიმმა სწორი კვების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, რომ ბავშვებს დიდი რაოდენობით სითხე მისცენ.
„როდესაც ვირუსი ეკრობა ლორწოვან გარსს, ამ დროს ლორწოვანი გარსი არ უნდა იყოს მშრალი და ის მუდმივად უნდა ტენიანდებოდეს. მიეცით პატარებს მეტი რაოდენობით ჯანსაღი საკვები - ხილი, ბოსტნეული, ბუნებრივად მდიდარი ვიტამინებით გაჯერებული საკვები, ასევე კარგია ცილოვანი დატვირთვა, რძის პროდუქტები. შევეცადოთ ჯანსაღად ვკვებოთ ისინი. არ წავიყვანოთ ბავშვები თავშეყრის ადგილზე, როგორებიც არის "ფასტ ფუდი"... ასეთი საკვები მათთვის კარგს არ მოიტანს" - განაცხადა პედიატრმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,