ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის 24-ე შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული ახალი შემთხვევა იტალიას უკავშირდება.
მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
„ვადასტურებ, რომ დადასტურდა კორონავირუსის 24-ე შემთხვევა, ლუგარის ცენტრში დაახლოებით საათნახევრის წინ. გიდასტურებთ, რომ ეს შემთხვევა გარკვეულად არის დაკავშირებული იტალიასთან, მაგრამ პერსონალურ ინფორმაციას ახლა მე ვერ გავამჟღავნებ,რადგან გარკვეული წესია, როგორ უნდა მივიდეს შეტყობინება ადამიანთან, საავადმყოფოსთან და ა.შ. როდესაც შეტყობინება მივა, ამის შემდეგ იქნება მეტი იფნორმაცია.
მდგომარეობა ნორმალურია, ადამიანი კლინიკურად კარგად არის“,-განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ ერთის მდგომარეობა არის საყურადღებო.