Babajana LOGO

თურქეთმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა

11 მარტს 2020 11:00ნახვები 334წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
თურქეთმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი თურქეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მამაკაცი პაციენტის კონტაქტი ევროპას უკავშირდება და ის იზოლაციაში იმყოფებოდა.
"მისი ოჯახის წევრები და კონტაქტები მონიტორინგის ქვეშ არის.გთხოვთ, არ იმოგზაუროთ საზღვარგარეთ, თუ ეს აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს. მათ კი ვინც, ჩამოდის საზღვარგარეთიდან, გთხოვთ დაიცვათ თვითიზოლაცია", - აცხადებს მინისტრი. მისივე განცხადებით, სამედიცინო პერსონალმა და საავადმყოფოებმა სიფრთხილის ზომები მიიღეს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania