10/03/201 561 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - მაქვს საფუძველი ეჭვი მქონდეს, რომ ჩვენს ოპონენტებს არჩევნები არ უნდათ

მაქვს საფუძველი მქონდეს ეჭვი, რომ ჩვენს ოპონენტებს არჩევნები არ უნდათ, ვინაიდან, უტოპიურია მათი მოწოდებები , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ.
ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკოსები პატიმრების გათავისუფლების მექანიზმს არ ფლობენ.
„ოპოზიციის განცხადებები რომ გადავთარგმნოთ კარგად, ასე გამოდის: თუ ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები ჰყავს და მით უმეტეს, ამ პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, მათი მოსაზრებით, ეს შეთანხმება არ შედგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია შეთანხმებას არ აპირებს, ვინაიდან პატიმრების გათავისუფლების მექანიზმს პოლიტიკოსები არ ფლობენ. მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ და ვისაც უნდოდათ იჭერდნენ და ვისაც უნდოდათ უშვებდნენ - ეს მექანიზმი აღარ არსებობს. მეორე და მთავარი - პოლიტიკური პატიმრები საქართველოში არ არიან. თუკი რომელიმე ადამიანი იტყვის, რომ კონკრეტული პიროვნებების მიმართ წაყენებული ბრალდება ტყუილია და თუ დაასაბუთებს ამას, რასაკვირველია, ამ თემას შესაბამისი განხილვა ექნება, მაგრამ ეს არის უტოპია. პოლიტიკოსები ასეთ საკითხებს არ წყვეტენ და გარდა ამისა, ადამიანები, ვიზეც ისინი საუბრობენ, დამნაშავეები არიან. რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, პოლიტიკური ნებით არცერთი საკითხი არ გადაწყვეტილა. ჩვენ გვახსოვს ასეთი პოლიტიკური ნებით გადაწყვეტილი საკითხები, როდესაც ადამიანებს 2 წუთში ასამართლებდნენ და უსჯიდნენ იმდენს, რამდენსაც ჩათვლიდნენ საჭიროდ. მე პირადად მაქვს საფუძველი მქონდეს ეჭვი, რომ ჩვენს ოპონენტებს არჩევნები არ უნდათ, ვინაიდან უტოპიურია მათი მოწოდებები და ის საკითხები, რასაც ისინი გვთავაზობენ “ , - განაცხადა გია ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY