Babajana LOGO

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

09 მარტს 2020 17:18ნახვები 806წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ბოლოს ვირუსი მოსკოვში სამ პირს დაუდგინდა. სამივე მათგანი რუსეთის დედაქალაქში იტალიიდან ჩავიდა.
„ამ დროისთვის კორონავირუსი აღენიშნება 20 პირს. 17 მათგანი რუსეთის მოქალაქეა, ორი ჩინეთის, ხოლო ერთი იტალიის“,-აღნიშნულია ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე პირმა, რომელთაც კორონავირუსი თავდაპირველად დაუდასტურდათ, სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვეს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania