23/01/201 533 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კრისტიან ტერეში - უსამართლობაა შესანიშნავი ქართველი ხალხისთვის, იხილონ თავიანთი ქვეყანა ევროპის სახალხო პარტიასა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ბრძოლის ველად ქცეული

უსამართლობაა შესანიშნავი ქართველი ხალხისთვის, იხილონ თავიანთი ქვეყანა ევროპის სახალხო პარტიასა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ბრძოლის ველად ქცეული,-ამის შესახებ ევროპარლამენტარი კრისტიან ტერეში სოციალურ ქსელში წერს. ევროპარლამენტარი ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, შესანიშნავი და ძლიერი ხალხით.
„დღეს მე შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავასთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან, სადაც გავაგრძელეთ თემები, რომელზეც ვისაუბრეთ თბილისში, 2019 წლის დეკემბერში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დროს. მადლობა გადავუხადე მათ გულთბილი მიღებისთვის, რომელიც დეკემბერში თბილისში მივიღეთ ევროპარლამენტის ყველა წევრმა, მათ შორის მეც. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, შესანიშნავი და ძლიერი ხალხით და ნებისმიერი სტუმარი აღფრთოვანებული იქნება მათი სტუმართმოყვარეობით“,-წერს ტერეში. მისივე ინფორმაციით, პირველი თემა, რომელიც განიხილეს შეხვედრაზე, იყო რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია.
"მუდმივად ვრცელდება ცნობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ განხორციელებული შევიწროებისა და მუქარის შესახებ. მე კიდევ ერთხელ დავარწმუნე დელეგაცია საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით ჩემს სრულ მხარდაჭერაში.
მეორე თემა, რომელსაც ჩვენ განვიხილეთ, იყო ეკონომიკა და მისი ზრდის შესაძლებლობები. საქართველოს გააჩნია ბიზნესის მაღალი პოტენციალი შესანიშნავი პროდუქტებით, როგორიცაა ღვინო და უმაღლესი ხარისხის მომსახურება, როგორიცაა ტურიზმი. ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქტების და სერვისების უფრო ძლიერი წარმომადგენლობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება“, – წერს ევროპარლამენტარი. მისივე თქმით, მესამე საკითხი, რომელზეც საუბარი შეეხო შეხვედრაზე იყო საქართველოში არსებული შიდა ვითარება.
"მესამე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი, საკითხი, რომელიც განვიხილეთ, იყო საქართველოს ამჟამინდელი შიდა სიტუაცია, განსაკუთრებით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის 21 იანვარს გაკეთებული განცხადებების შემდეგ. ქართველები მრავალი წელია, მხარს უჭერენ ქვეყნის გზას ევროპისა და ნატო-სკენ. დემოკრატიული გზისადმი ამ ერთგულების გამო, საქართველო ამ დრომდე იხდის მაღალ საფასურს რუსეთის ფედერაციის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციით. გასული წლების განმავლობაში საქართველომ გაიარა ღრმა დემოკრატიული რეფორმები, რამაც აჩვენა ქვეყნის და მისი მთავრობის ერთგულება დასავლეთის გზაზე და დემოკრატიული ფასეულობებით, კერძოდ კანონის უზენაესობის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისადმი პატივისცემით.გარდა ამისა, საქართველომ დაამტკიცა, რომ არის დემოკრატიული მსოფლიო ოჯახის ერთგული და პასუხისმგებელი წევრი, ევროკავშირისა და ნატოს საიმედო პარტნიორი. საქართველოში არსებული ნებისმიერი შიდა პოლიტიკური დებატი, რომელიც ნორმალურია ნებისმიერი დემოკრატიის პირობებში, არ უნდა აღემატებოდეს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ რეფორმებსა და უწყვეტ პროგრესს, მტკიცედ განსაზღვრისა და გადამწყვეტი გზით. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და უსამართლობაა შესანიშნავი ქართველი ხალხისთვის, იხილონ თავიანთი ქვეყანა ქცეული ბრძოლის ველად ევროპის სახალხო პარტიასა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საარჩევნო სისტემა, რომელიც მათ საუკეთესოდ მიესადაგება, თუკი ის დემოკრატიულ საზღვრებშია“,-ნათქვამია ევროპარლამენტარის განცხადებაში. როგორც ის აღნიშნავს, საქართველო იქნება ძლიერი, ვიდრე მისი ხალხი ერთიანია.
მოვუწოდებ ქართველებს, დააყენონ საკუთარი ქვეყანა პირველ ადგილზე და არ დაუშვან, რომ პოლიტიკურმა უთანხმოებებმა, რომლებიც ნორმალურია დემოკრატიისთვის, დაყონ ისინი“,- წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA