Babajana LOGO

გიორგი ვაშაძე - ხელისუფლების რიტორიკა შეიცვალა, 120/30-ზე სისტემასაც განიხილავს უკვე ხელისუფლება - ჩვენს პოზიციას ჩამოვაყალიბებთ

07 მარტს 2020 13:32ნახვები 736წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
„ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრის თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
“ჯერ არ ვიცით როდის შედგება შეხვედრა, თუმცა წინასწარი განცდებით პირველად შემიძლია ვთქვა, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენმა საერთო ძალისხმევამ და მათ შორის, თქვენმაც, ტელევიზიების ძალისხმევამ, მოქალაქეების ჩართულობამ ამ პროცესში თავის შედეგები გამოიღო. ძალა ერთობაშია და ერთიანი ძალებით ყველაფერს შევძლებთ”,- განაცხადა ვაშაძემ. მისი თქმით, ხელისუფლების რიტორიკა შეიცვალა.
„მე საჯაროდ რასაც ვუყურებ, ხელისუფლების რიტორიკა შეიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენმა სწორმა სტრატეგია თავისი შედეგები გამოიღო. გუშინ მოვისმინე საჯარო დისკუსიაში, რომ 120/30-საც იხილავს უკვე ხელისუფლება. ღიად ვიტყვი, რომ 125/25ზე იყო ის ფორმულა, რაზეც ოპოზიცია იყო შეთანხმებული, რაც მაქსიმალურად ითვალისწინებს პროპორციულ მისწრაფებას. ახლა ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამ საკითხებზე. აქ არის პოლიტიკური დევნის კომპონენტიც და საბოლოო ჯამში ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას”,- აღნიშნა ვაშაძემ. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ყველა პოლიტიკური ძალა იყოს წარმოდგენილი.
“რაც შეეხება ბარიერის და ბლოკების საკითხს, ეს გარკვეული პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის თანაზომადი იმ პროპორციის, რაც არის მაჟორიტარულსა და პროპორციულს შორის. ეს უნდა გვესმოდეს. ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ, ვიმუშავებთ ამაზე. ჩვენთვის 1% იქნება, 7% თუ 12% მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ გაცილებით მეტის ამბიცია გვაქვს, მაგრამ, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკური ძალა წარმოდგენილი იყოს პარლამენტში”,- განაცხადა ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania