08/05/211 192 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობით, რის შემდეგაც ის გათავისუფლდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობით, რის შემდეგაც მელიას გათავისუფლება მოხდება.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კონდახიშვილი აცხადებს, უწყებას აღნიშნულის გაკეთება დღესვე შეუძლია.
„ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ევროკავშირმა აღნიშნული თანხა ჩარიცხა. ადვოკატებს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიგვიღია, თავისთავად, დეტალები არ ვიცით. პროცედურულად, პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ან გაუქმება და ნიკა პატიმრობიდან გათავისუფლდება. როგორც დაიჭირა ხელისუფლებამ ნიკა მელია, ისე უნდა გაუშვას, რა გზას აირჩევს, არ ვიცი, ეს შეუძლიათ დღეს გააკეთონ, უკვე ყველაფერი მათ ხელში არის“, - განაცხადა კონდახიშვილმა.
კითხვაზე, თუ საიდან განისაზღვრა გირაოს ოდენობა 40 000 ლარი, როცა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეიცვალა, კონდახიშვილი აცხადებს, რომ „არ იცის“.
„ვერ გეტყვით, როგორც თქვენთვის, ჩვენთვისაც განცხადებით გახდა ცნობილი, ჩვენ აღნიშნულ მოლაპარაკებაში - ევროკავშირს, ხელისუფლებასა და პროკურატურას შორის, არ ვყოფილვართ ჩართულები, შესაბამისად, დეტალები ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA