Babajana LOGO

არჩილ თალაკვაძე -მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს

06 მარტს 2020 12:20ნახვები 841წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

საქართველო ამ მომენტისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ვინც ეფექტური და სწრაფი ზომები მიიღო კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პანიკის ნაცვლად საჭიროა, თითოეულმა მოქალაქემ არსებული რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებს, საბაჟოს თანამშრომლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ღონისძებებში. ვფიქრობ, პანიკის საფუძველი არ არის. რეალურად, პანიკა ხელს უშლის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებას, ამიტომ პანიკის ნაცვლად საჭიროა, რომ თითოეულმა მოქალაქემ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაიცები, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ჩვენმა სამსახურებმა მოგვცეს თითოეულ ჩვენგანს. ეს არის აუცილებელი პირობების დაცვა, რომელიც უკავშირდება ყოველდღიურ წესებს. იქნება ეს დეზინფეცია, თვითიზოლაცია თუ კონტაქტების შეზღუდვა და გავრცელების წინააღმდეგ გაცემული რეკომენდაციები, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში ამირან გამყრელიძე და მისი კოლეგები აცნობენ საზოგადოებას.
მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ ხანდაზმულებს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. რისკ ჯგუფები არის იდენტიფიცირებული და ვფიქრობ, ყველა ამ პირობის და რეკომენდაციის დაცვის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო შეძლებს, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები გადალახოს, რაც შეიძლება ნაკლები ზიანით და დანაკარგებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania