05/03/201 707 ნახვა წყარო: rustavi2.geფოტო: rustavi2.ge

როგორია ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით უკვე 96 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. დაავადებამ 3 305 პაციენტი იმსხვერპლა, თუმცა გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა პოზიტიურია. ვირუსისგან უკვე 53 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები კიდევ 3 სახელმწიფოში გამოვლინდა - მათ შორის უნგრეთში, სლოვენიაში და ბოსნია-ჰერცოგოვინაში. დაინფიცირების ახალი შემთხვევები გაიზარდა მეზობელ აზერბაიჯანსა და რუსეთში. აზერბაიჯანში ჯამში ინფიცირების 6, ხოლო რუსეთში 4 შემთხვევა დაფიქსირდა. COVID 19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს ერაყსა და შვეიცარიაში. დღესვე, ისრაელის მთვარობამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ესპანეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან დაბრუნებულ 60 ათასამდე მოქალაქეს თვითიზოლაცაში ყოფნა მოთხოვა.
დაავადების გავრცელების მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში რჩება. ვირუსმა იტალიასა და ირანში 107 ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაში გამოვლინდა, სადაც დაავადებას 6 000-ზე მეტი პაციენტი ებრძვის.
ვირუსის პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფოში დაიხურა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ირანში ლოცვები უკვე მეორე კვირაა არ ტარდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარი დაიხურა. სკოლები დაიხურა იტალიაში, საბერძნეთში, ინდოეთსა და ირანში.
კორონავირუსის გავრცელების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცახდებენ, რომ სამედიცინო აღჭურვილობის გლობალურ დეფიციტსა და ფასების ზრდას ელოდებიან.
ახალი კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა ჰონ კონგში, ამჯერად ძაღლებში. დღეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ვირუსი ძაღლს ადამიანისგან გადაედო. კორონავირუსით ინფიცირებული ძაღლები 2 კვირიან კარანტინში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, კარანტინში 2 ძაღლია მოთავსებული.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA