Babajana LOGO

კიდევ ერთი კონგრესმენი მიემხრო საქართველოსთვის სანქციების დაწესების ინიციატივას

05 მარტს 2020 14:57ნახვები 719წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge
კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობისა და მთავრობის ცალკეული წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს კიდევ ერთი კონგრესმენი დენიელ ქრენშოუ შეურთდა. ის მეშვიდე კონგრესმენია, რომელიც მიემხრო მარკვეინ მალინის საკანონმდებლო ინიციატივას.
დენიელ ქრენშოუ წარმომადგენელთა პალატის წევრია ტეხასის შტატის მეორე ოლქიდან, ის რესპუბლიკურ პარტიის წარმომადგენელია.
რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკვეინ მალინის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს არაერთი სახის სანქციას როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთავრობის ყოფილი ან მოქმედი წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მხილებული იქნებიან ამერიკელი ბიზნესმენების შევიწროებაში.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკვეინ მალინმა 16 იანვარს ტვიტერზე გამოაქვეყნა ღა წერილი, რომლიც ადრესატიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია იყო. წერილში მალინი წერდა:
„განგრძობადი გადახვევა“ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან; გაუარესებული ბიზნესკლიმატი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის; განგრძობადი უარყოფითი ტენდენცია დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში; ამერიკული და ევროპული ინტერესების შევიწროება; „ფეისბუკის“ მიერ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პროსახელისუფლებო გვერდების დაბლოკვა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania