Babajana LOGO

ეზუგბაია - ამჟამად საავადმყოფოში 24 პაციენტია, აქედან 11-ს დღეს ანალიზს აუღებენ

04 მარტს 2020 12:26ნახვები 367წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში მყოფი 24 პაციენტიდან დღეს 11-ს აუღებენ ანალიზს. ამასთან, მისივე თქმით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 3 პირის მდგომარეობა სტაბილურია.
„გუშინ ჩვენთან 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება ახალ კორონავირუსზე და ყველასთან მიღებულია ნეგატიური ანუ უარყოფითი პასუხი. ეს პაციენტები გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში. ამჟამად ჩვენთან წევს 24 პაციენტი და ამ პაციენტებიდან 11 პაციენტს დღეს უნდა ავუღოთ ცხვირ-ხახის ნაცხის ანალიზი. ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ყოველდღიურად უტარდებათ კვლევები და ამ კვლევებით ხდება მათი კლინიკური მონაცემების შეფასება. არსებული სიტუაციით, მათი დაავადება არ პროგრესირებს, ტემპერატურა ნორმაში აქვთ“, - განაცხადა ეზუგბაია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania