04/03/201 599 ნახვა წყარო: ფოტო:

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ ირანის მოქალაქეების და იქ ნამყოფი უცხოელების ქვეყანაში შემოსვლა დროებით უნდა აკრძალოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოში ირანის მოქალაქეების შემოსვლა დროებით უნდა აიკრძალოს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ირანელი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლას და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე დასწრებას აპირებენ და მთავრობა ამაზე რეაგირებისთვის არაფერს აკეთებს.
„საქართველოს აქვს ძალიან ბევრი, კონკრეტული გამოწვევა. როდესაც შენ ჩამოშლილი გაქვს ხელისუფლება, ამას თავისი კონკრეტული ფასი აქვს. ავიღოთ კონკრეტული სიტუაცია, ახლოვდება ნოვრუზ ბაირამი, ირანული ახალი წელი. იცით, რომ ირანელი ტურისტები ხშირად ჩამოდიან საქართველოში, მათ საქართველო ძალიან უყვართ. პრობლემას ვერ ვხედავ, როცა ტურისტი ჩვეულებრივ სიტუაციაში ჩამოდის, იმიტომ, რომ თუ ფულს ხარჯავს, ადამიანს ასაქმებს, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის და საზოგადოებისთვის მხოლოდ კარგია. მაგრამ, დღეს ირანში მასობრივად არის გავრცელებული კორონავირუსი, ჩაკეტილია სკოლები, საზოგადოების შეყრის ადგილები, აკრძალულია კონცერტები.
ამ პირობებში, ნოვრუზ ბაირაიმზე საქართველოში ჩამოსვლას აპირებს 40, 45, შეიძლება 50 000 ირანელი და დასწრებას აპირებენ კონცერტებზე, საჯარო ღონისძიებებზე. საქართველოს მთავრობა დღემდე დუმს, არაფერს აკეთებს ამ სიტუაციაზე რეაქცია რომ მოახდინოს. ეს არის კლასიკური ნიმუში, რას ნიშნავს უპატრონო ქვეყანა. ამათ დაუყოვნებლივ უნდა აკრძალონ ფრენები. ხაზს ვუსვამ, დროებით უნდა აკრძალონ საქართველოში ირანის მოქალაქეების შემოსვლა, სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ირანში იყვნენ, დროებით არ უნდა შემოვიდნენ საქართველოში. ქართველები, ვინც შემოვლენ, რა თქმა უნდა, მათ უნდა მიიღონ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, შემოწმება და ა.შ. იმისთვის, რომ არც თვითონ ჩაიგდონ საკუთარი თავი საფრთხეში და არც სხვები. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეების უნდა მივხედოთ.
აბა, ახლა მივიდეს, საქართველოს ვაი მთავრობა და ჩემს ჯინაზე არ აკრძალოს ფრენები. ჩემს ჯინაზე, უფრო მეტად შემოუშვას ირანელები და ვიცით, ამის გამკეთებლებიც არიან. იმიტომ, რომ ეს არის მთავრობა, ვინც ჩემს ჯინაზე დაკეტა ქუთაისში პარლამენტი და ყიდის. რა თქმა უნდა, საქართველოში ამას ერთადერთი მყიდველი ჰყავს, ეს არის ივანიშვილი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA