11/04/211 386 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დაამტკიცონ და დავტოვებ დეპუტატის მანდატს - ოხანაშვილი

"მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც, დეპუტატ ანრი ოხანაშვილის სიმამრს
სახელმწიფომ მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გადასცა, 
თავად ოხანაშვილი ეხმაურება. 
ტელეკომპანიას ის სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "მთავარი" მის წინააღმდეგ ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს მაინც დაამტკიცებს, დეპუტატის მანდატს დატოვებს. 
მის Facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე გამოვეხმაურო იმ მიზანმიმართულ სიყალბეს, რასაც ჩემს მიმართ უკვე კამპანიის სახით, ერთიდაიგივე შინაარსით, ავრცელებენ პარტიული ტელევიზიები - 13 მარტს „ფორმულა“, დღეს კი - ერთი თვის შუალედში - „მთავარი არხი“!
მათი მიზანია - ყველა ხერხით სცადონ საზოგადოებაში ჩემი რეპუტაციული დაზიანება. თუმცა, ყოველ ჯერზე, ვამხელ მათ სიყალბეში!
ამასთანავე, ამ სიუჟეტების ავტორებს ვთავაზობ ორშაბათსვე წარმოადგინონ მათ ხელთ არსებული „საეჭვო” დოკუმენტაცია ჩემს მიმართ და საჯაროდ და პირდაპირ ეთერში, საზოგადოების თვალწინ, განვიხილოთ!
თუკი ისინი, საჯაროდ, თუნდაც ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს! წინააღმდეგ შემთხვევაში საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ამ ბინძური ცილსწამებისთვის!
რაც შეეხება მათ სიყალბეს:
  • ტყუილი #1: სახელმწიფოს ჩემი სიმამრისთვის არანაირი მიწის ნაკვეთი არ გადაუცია არც სიმბოლურ ფასად და არც საჩუქრად! ამის დადასტურება მარტივად არის შესაძლებელი!
  • ტყუილი #2: არც 80 ჰექტარი სასოფლო სავარგული არ შეუძენია ჩემ სიმამრს ჩემი დეპუტატობის პერიოდში!
  • ტყუილი #3: თითქოს მის საკუთრებაში არსებული რომელიმე სახლი ჩემმა სიმამრმა ჩემი დეპუტატობის დროს ააშენა, ასევე დიდი ტყუილია! ის სახლი, რომელიც სიუჟეტში აჩვენეს, მე და ჩემს მეუღლეს გვეკუთვნის და ჩემს დეპუტატობამდეა აშენებული, რაც დასტურდება ასევე საჯარო დოკუმენტაციით!
სიმართლე კი შემდეგში მდგომარეობს:
  1. გამიზნულად არ ამბობენ იმას, რომ ჩემს სიმამრს ეს მიწის ნაკვეთები, წლების განმავლობაში, შეძენილი აქვს მხოლოდ კერძო პირებისგან და არა სახელმწიფოსგან!!!
  2. ჩემი მეუღლის ოჯახი, სრულად კანონიერად, ჯერ კიდევ ჩემს დეპუტატობამდე ბევრად ადრე ფლობდა როგორც სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, ასევე სხვა შემოსავლებს და უძრავ ქონებას, რაც ასახულია შესაბამის საჯარო დოკუმენტებში და ყველასთვის ხემისაწვდომია!
  3. ჯერ კიდევ 2018 წლის დეკლარაციაში მაქვს მითითებული იმ ქონების გასხვისების შესახებ, რომელიც ჩემი მეუღლის ოჯახს ჯერ კიდევ 2000-იან წლებში ჰქონდა და რომლის გასხვისების შედეგადაც დაიწყო ჩემმა სიმამრმა სარისკო, თუმცა ქვეყნისთვის საჭირო საქმე!
სპეციალურად საოკუპაციო ხაზთან ჩემი სიმამრის მიერ თავის მშობლიურ და უკუპირებულ ნაწილში სასოფლო მეურნეობის წარმოებას რადგან ამ პარტ.არხებმა „ოხანაშვილის ოკუპაცია“ უწოდეს, საზოგადოებამ განსაჯოს რა შეიძლება ეწოდოს ამ ბოროტ უმსგავსობას!, - წერს ოხანაშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY