03/03/201 871 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ამირან გამყრელიძე - ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია

ერთ-ერთი წყარო გავრცელებისა გახლავთ ფული, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები ელექტრონული იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის რეკომენდაციით, სასურველია ნაღდი ფულის მოხმარების შემდეგ აუცილებლად დავიმუშაოთ ხელები სადეზინფექციო საშუალებებით.
„დღეს მინდა, მოვუწოდო ბანკებს და განსაკუთრებით იმ ბანკებს, ვინც არიგებენ ნაღდი ფულით პენსიებს. ზოგადად მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, ამ პერიოდში ეს ჩვენთვის შესაძლებელია ნაკლებად დამაზიანებელია იმიტომ, რომ ჩვენ შიდა გავრცელება არ გვაქვს. ამ მეთოდს იყენებდა ჩინეთი, მაგრამ რაც უფრო ადრე გამოვიყენებთ ამ ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს, მით უფრო დავიცავთ თავს. რას ნიშნავს ეს? ჩინეთი ამ პერიოდში მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე,ანუ, ყველა ანგარიშსწორება ხდება იქ ელექტრონულად. ჩვენთანაც უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული, მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ნაღდი ფული, სასურველია, ნაღდი ფულის გამოყენების შემდეგ, მაქსიმალურად დავიმუშაოთ ხელები,“- განაცხადა ამირან გამრელიძემ. ამასთანავე, მან რეკომენდაციით მიმართა ბანკებსაც, რომ ყველა ფილიალში მოაწყონ ხელის სადეზინფექციო კუთხე, სადაც განთავსებული იქნება დეზინფექტორები.
„მინდა, მივმართო ამასთან დაკავშირებით ბანკებს. სასურველია და ბანკებს აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ყველა ფილიალში, ბანკის ყველა განყოფილებებში იყოს ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო სივრცეები და შესაბამისად, იქ იდგეს დეზინფექტორები, სადაც ადამიანი, ვინც შედის და გამოდის ბანკიდან, მით უმეტეს თუ აქვთ შეხება ფულთან, ჰქონდეთ საშუალება ხელის დამუშავების. ეს აუცილებელია თვითონ ბანკის თანამშრომლებისთვის, ვინც გასცემენ ნაღდი ფულით თანხას და ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც იღებენ ნაღდ ფულს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის იმ ბანკებს, რომლებიც პენსიებს გასცემენ მიმართა, რომ თუ შესაძლებელია პენსიები ელექტრონულად გასცენ, რათა ნაღდი ფულის გამოყენებას თავი აარიდონ.
„ამავე დროს, განსაკუთრებით თავშეყრა არის, როდესაც პენსიების გაცემა ხდება და მინდა ვთხოვო იმ ბანკებს, რომლებიც გასცემენ პენსიას, რომ ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომ იქნებ გაცემა იყოს ელექტრონულად და თუ ამის საშუალება არ არის და ადამიანს არ უნდა, მაშინ პენსიონერებს შევუქმნათ შესაბამისი შესაძლებლობა, რომ მათ ფულის აღების შემდეგ ან მანამდე ზოგადი ჰიგიენური წესები დაიცვან და ამავე დროს თუ შესაძლებელია, რომ თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრასა და დიდ რიგებს ამ დროს“ , - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY