Babajana LOGO

გიორგი ვაშაძე - თუ პროგრესი არ იქნება, აშშ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ბევრისთვის მართლაც სიურპრიზი იქნება

03 მარტს 2020 16:53ნახვები 822წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
„ქართული ოცნება“ არის საფრთხე, რომ საქართველო მოექცეს საგარეო იზოლაციაში, - ასე გამოეხმაურა პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის ადამ კინზინგერის განცხადებას პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.
ვაშაძის განცხადებით, თუ პროგრესი არ იქნება, აშშ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ბევრისთვის მართლაც სიურპრიზი იქნება. მისივე თქმით, ხელისუფლებას ცოტა დრო რჩება, რათა გონს მოეგოს.
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის, საქართველოს ყველაზე ახლო მეგობარი ქვეყნის კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა კიდევ ერთი კონკრეტული განცხადება გააკეთა. თუ არ იქნება პროგრესი, არის კონკრეტული ქმედებები, ნაბიჯები, რომლებსაც ისინი გადადგამენ, რომელიც ძალიან დიდი სიურპრიზი შეიძლება იყოს ბევრისთვის. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გარკვეულწილად შინაარს ვიცნობ, რა ნაბიჯებზეა საუბარი, თუმცა არა მაქვს უფლება ამაზე ვისაუბრო და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა , რომ „ქართული ოცნება“ არის საფრთხე, რომ საქართველო მოექცეს საგარეო იზოლაციაში. ამიტომ მათ მართლა ძალიან ცოტა დრო აქვთ დარჩენილი იმისთვის, რომ გონს მოეგონ და ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღონ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania