Babajana LOGO

კინზინგერი ოცნებაზე: თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არ აფასებს, ის ცდება

03 მარტს 2020 11:51ნახვები 837წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge
"თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არ აფასებს, ის ცდება" - ასე პასუხობს აშშ-ის კონგრესში საქართველოს თანამეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი "ამერიკის ხმის" შეკითხვას, რომ ქართული ოცნების ზოგიერთი წევრი ამბობს, რომ კონგრესს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 
კინზინგერის თქმით, აშშ ძალიან განსხვავდება, მაგალითად, საქართველოსგან და იქ ძალაუფლება ერთ შტოში არაა კონცენტრირებული. 
"კონგრესს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ისევე როგორც პრეზიდენტს. მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა, რადგან ვნახე ეს შეფასებები ქართულ ადგილობრივ მედიაში. პრეზიდენტს და კონგრესს ერთი პოზიცია აქვთ. ჩვენ ერთად ვმოქმედებთ,"- ამბობს ადამ კინზინგერი. 
რესპუბლიკელი კონგრესმენის თქმით, ის ცოტა ხნის წინ შეხვდა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, და ისიც იმ პოზიციაზეა, რაზეც კონგრესმენები. 
"ძალიან დიდი ნდობა მაქვს ელჩის მიმართ. ის შესანიშნავი იქნება და მასაც სურს პოლიტიკური გამოსავლის პოვნა. მე მესმის, როგორ მუშაობს შიდა პოლიტიკა აქ და ასევე გარკვეულწილად საქართველოში. თუ გეტყვიან, რომ კონგრესი და პრეზიდენტი სხვადასხვა აზრზეა, ეს მცდარი იქნება. არც ისაა მართალი, რომ ჩვენ ინტერესი დავკარგეთ. ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ,"- თქვა კინზინგერმა.
იმავე ინტერვიუში კინზინგერმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით პროგრესს ვერ დაინახავს, "ბევრისთვის მოულოდნელი იქნება" ის, რასაც აშშ გააკეთებს. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania